ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძის წიგნი VS “ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელი

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიების აკრძალვის პროცესზე ირაკლი კობახიძის წიგნი გაიხსენა, სადაც ნათქვამია, რომ მიტაცებულ ტერიტორიებზე კონტროლის ომით აღდგენის მიზანი პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ იქნება, რადგან ის თავდაცვით ომად ითვლება.

კობახიძის წიგნი VS “ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელი
კობახიძის წიგნი VS “ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელინეტგაზეთი

„პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა“, — წერდა კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის წიგნში „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“.

კობახიძის თანახმად, უნდა ჩაითვალოს, რომ ამგვარ ტერიტორიებზე პოლიტიკური კონტროლის აღდგენის მიზნით წარმოებული ომი თავდაცვით ომს წარმოადგენს, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მართალია, კონსტიტუციითვე, ომის და ძალადობის პროპაგანდა პარტიის აკრძალვის საფუძველია, თუმცა ამ წიგნში კობახიძე ხსნის, რომ ეს მიემართება საგარეო აგრესიას თუნდაც ისტორიული ტერიტორიების დასაბრუნებლად (მაგალითად, ტაო-კლარჯეთი, სოჭი… – ნეტგაზეთი.) და არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს, სადაც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლი საქართველოს სუვერენულ უფლებად აცხადებს მხოლოდ „თავდაცვითი ომის“ წარმოებას. კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ნებისმიერი საგარეო აგრესია კონსტიტუციური კანონმდებლის მიერ დაუშვებლად და მიუღებლად არის გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლად უნდა განვიხილოთ პარტიის ყოველგვარი სწრაფვა, ომი გამოუცხადოს რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კავშირს, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ამგვარი საგარეო აგრესია (მაგ. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას და სხვა).

ამის საპირისპიროდ, პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ან მისი აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და ვრცელდება. უნდა ჩაითვალოს, რომ ამგვარ ტერიტორიებზე პოლიტიკური კონტროლის აღდგენის მიზნით წარმოებული ომი თავდაცვით ომს წარმოადგენს. თავდაცვითი ომი კი საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და შესაბამისად, მისი წარმოებისკენ მოწოდება ანტიკონსტიტუციურ აქტად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარის მიერ იქნება ასეთ შემთხვევაში განახლებული საომარი მოქმედებები“, — ნათქვამია კობახიძის სახელმძღვანელოში.

ამასთან, მოწოდება ე.წ. დაკარგულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის ომის გზით აღდგენისკენ, კობახიძის აზრით, ვერ ჩაითვლება ვერც ძალადობის პროპაგანდად.

„პროპაგანდად უნდა ჩაითვალოს პარტიის მიერ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და საკუთარი წევრების სისტემატური მოწოდება, საგარეო აგრესია განახორციელონ სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კავშირის წინააღმდეგ ან განახორციელონ ძალადობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისა და სეგმენტების მიმართ. პარტიის ლიდერთა და სხვა წევრთა ერთჯერადი გამონათქვამები პროპაგანდად ვერ ჩაითვლება და შესაბამისად, ამგვარი ფაქტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ მისცემს პარტიის საქმიანობის შეჩერების ან მისი აკრძალვის იურიდიულ საფუძველს. ამასთან, ომის და ძალადობის პროპაგანდად უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ ვერბალური მოწოდება ომისკენ და ძალმომრეობისკენ, არამედ პარტიის და მის წევრთა მიერ განხორციელებული იმგვარი რეალური ქმედებებიც, რომლებიც აშკარას ხდის პარტიის სწრაფვას ომისა და ძალადობისკენ. ამგვარ რეალურ ქმედებებად შეიძლება ჩაითვალოს პარტიის წევრთა მზადება საომარი მოქმედებებისთვის, მათი მცდელობა, საკუთარი ძალებით წამოიწყონ საომარი მოქმედებები, აგრეთვე პარტიის ან მისი წევრების მიერ განხორციელებული ძალადობის აქტები, რომლებიც რეგულარულ ხასიათს ატარებს“, — წერდა კობახიძე 2008 წელს სახელმძღვანელოში.

მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე ამ წიგნში პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალს განმარტავს 2008 წელს მოქმედი კონსტიტუციით, თავდაცვითი ომის წარმოების უფლება და ომის და ძალადობის პროპაგანდის გამო პარტიის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი იდენტურია დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც.

კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია აკრძალოს ისეთი პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ასეთ მცდელობად კი თვლის ნებისმიერი ისეთი აქტს, რომელიც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ან სხვა სახელმწიფოს ნაწილად ქცევას ისახავს მიზნად.

ირაკლი კობახიძის 2008 წლის წიგნიდან მცირე ამონარიდი დღეს, 27 ოქტომბერს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა გაიხსენა, ვინაიდან „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი ენმ-ის აკრძალვას მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფუძვლითაც ითხოვს და ამ კონტექსტში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობს.

„2004-2008 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება სისტემატურად აწარმოებდა საომარ რიტორიკას, ავლენდა მილიტარისტულ მისწრაფებებს და ახორციელებდა კონფრონტაციულ ქმედებებსა და კონფლიქტის გაღვივებისკენ მიმართულ ღონისძიებებს… აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“, — ვკითხულობთ „ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელში.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება, რუსეთთან აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა განაგრძო 2012 წლის შემდეგაც, უკვე სხვა ასაკრძალ პარტიებთან ერთად.

„მოსარჩელე მხარე, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების პასუხისმგებლობა დააკისროს იმ დროინდელ საქართველოს ხელისუფლებას, რაც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პროპაგანდისტული ნარატივის პირდაპირ კოპირებას. ეს პოზიცია ფუნდამენტურ სამართლებრივ კონფლიქტში მოდის ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ვერდიქტთან: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 21 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 22 წლის გადაწყვეტილება.

თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს და ომის დაწყების მოტივით არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს იმ დროინდელ მმართველ პარტიას, საქართველოს სახელმწიფო საკუთარი უზენაესი სასამართლო ინსტანციის ხელით უარყოფს სტრასბურგის სასამართლოს და ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გამარჯვებებს. ამ ნაბიჯის შედეგად რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო არენაზე მიიღებს უზარმაზარ სამართლებრივ არგუმენტს, რომ თითქოს თავად საქართველომ, მისმა სასამართლომ აღიარა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს საფუძველს გამოაცლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკას და გზას გაუხსნის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, აღიარებას სხვა სახელმწიფოების მიერ“, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ასევე გამოიწვევს საერთაშორისო პოზიციების სრული კოლაფსს — საქართველო დაკარგავს დასავლელი პარტნიორების სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გაეროში, ევროკავშირსა და ეუთოში და რეტროაქტიულ საფრთხეს ქართველი სამხედროებისათვის შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო ძალის გამოყენებით აღდგენა წარმოადგენდა, ეს არ მიუთითებს შესაბამისი პარტიის მიზნის არაკონსტიტუციურობაზე, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის განზრახვაზე, როგორც 2003 წლებში ისე დღევანდელი მდგომარეობით. ამ მხრივ შეგვეძლო ბევრი წიგნიდან ციტატები მოგვეყვანა, მაგრამ ამ კონკრეტულ დებულებასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოსთვის შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, გადავწყვიტეთ რომ მოგვეყვანა თავად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კობახიძის წიგნიდან რომ ვთქვათ ციტატა:

„აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების, ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და დაცულია.“ ეს გახლავთ ირაკლი კობახიძის წიგნიდან „პოლიტიკური გაერთიანებათა სამართალი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა“
ირაკლი კობახიძე
„მოსარჩელე მხარე, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების პასუხისმგებლობა დააკისროს იმ დროინდელ საქართველოს ხელისუფლებას, რაც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პროპაგანდისტული ნარატივის პირდაპირ კოპირებას. ეს პოზიცია ფუნდამენტურ სამართლებრივ კონფლიქტში მოდის ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ვერდიქტთან: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 21 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 22 წლის გადაწყვეტილება. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს და ომის დაწყების მოტივით არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს იმ დროინდელ მმართველ პარტიას, საქართველოს სახელმწიფო საკუთარი უზენაესი სასამართლო ინსტანციის ხელით უარყოფს სტრასბურგის სასამართლოს და ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გამარჯვებებს. ამ ნაბიჯის შედეგად რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო არენაზე მიიღებს უზარმაზარ სამართლებრივ არგუმენტს, რომ თითქოს თავად საქართველომ, მისმა სასამართლომ აღიარა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს საფუძველს გამოაცლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკას და გზას გაუხსნის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, აღიარებას სხვა სახელმწიფოების მიერ“
ლევან ბეჟაშვილი
„საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლი საქართველოს სუვერენულ უფლებად აცხადებს მხოლოდ „თავდაცვითი ომის“ წარმოებას. კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ნებისმიერი საგარეო აგრესია კონსტიტუციური კანონმდებლის მიერ დაუშვებლად და მიუღებლად არის გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლად უნდა განვიხილოთ პარტიის ყოველგვარი სწრაფვა, ომი გამოუცხადოს რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კავშირს, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ამგვარი საგარეო აგრესია (მაგ. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას და სხვა). ამის საპირისპიროდ, პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ან მისი აკრძალვის საფუძვლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული პარტიის მიზანი, ომის გზით აღადგინოს პოლიტიკური კონტროლი სეპარატისტული მოძრაობების ან უცხო სახელმწიფოების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა და ვრცელდება. უნდა ჩაითვალოს, რომ ამგვარ ტერიტორიებზე პოლიტიკური კონტროლის აღდგენის მიზნით წარმოებული ომი თავდაცვით ომს წარმოადგენს. თავდაცვითი ომი კი საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და შესაბამისად, მისი წარმოებისკენ მოწოდება ანტიკონსტიტუციურ აქტად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარის მიერ იქნება ასეთ შემთხვევაში განახლებული საომარი მოქმედებები“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქართული ოცნების" მიერ 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენას წინ უსწრებდა საგანგებოდ გამიზნული, დაჩქარებული, საკანონმდებლო ნიადაგის მომზადება - ლევან ბეჟაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები