ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოსო არჩვაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბით დაინტერესება, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აფასებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში და 2027 წელს საქართველოში ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის გამართვის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, ეს ინიციატივები ხელს უწყობს საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ტრანსფორმაციას, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტეგრაციას, ასევე რეგიონულ განვითარებას.

სოსო არჩვაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბით დაინტერესება, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი
სოსო არჩვაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბით დაინტერესება, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილირუსთავი 2

"საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკა და ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და საინვესტიციო პროექტები ქვეყნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს და ქმნის წინაპირობებს მისი საერთაშორისო ეკონომიკური როლის შემდგომი გაძლიერებისთვის. ეკონომიკის ზრდასთან ერთად საქართველო სულ უფრო მეტად ავლენს პოტენციალს, აქტიურად ჩაერთოს გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მზარდი მასშტაბი, რომელთა მიმართ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მსხვილი ბიზნესსტრუქტურები, ინვესტორები და სხვა გლობალური ეკონომიკური აქტორები.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის, ოფიციალური ვიზიტი და მისი სტუმრობა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში.

„"იზიტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მასპინძლობდა, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც დიპლომატიური და ინსტიტუციური ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება, არამედ როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკისა და ინოვაციური ეკონომიკის ურთიერთდაკავშირების თვალსაჩინო მაგალითი. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი გაეცნო ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - თანამედროვე, მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც ერთიან კონცეფციაში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნესკომპონენტებს. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, როდესაც ტურიზმის კონკურენტუნარიანობა სულ უფრო მეტად განისაზღვრება არა მხოლოდ ბუნებრივი და კულტურული რესურსების არსებობით, არამედ ცოდნის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ინტეგრირების შესაძლებლობით. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობა სცდება ერთი კონკრეტული ტურისტული ან ტექნოლოგიური ობიექტის ფუნქციას. იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი ტიპის რეგიონული განვითარების პლატფორმა, სადაც განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ტურიზმი ურთიერთშემავსებელ კომპონენტებად გვევლინება. მსგავსი სივრცეების განვითარება ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციური მეწარმეობის წახალისებას და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიცირებას“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

მისი შეფასებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის ვიზიტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგად უნდა შეფასდეს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2027 წელს საქართველოში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმისა და ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, ხოლო მისი თემატური კონფერენციების ნაწილს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით. პირველ რიგში, ფორუმის საქართველოში ჩატარება აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ სივრცეში და ქმნის შესაძლებლობას, საქართველო წარმოჩინდეს არა მხოლოდ როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყანა, არამედ როგორც ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ურთიერთკავშირის განვითარების აქტიური მონაწილე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც გლობალური ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად იცვლება და მისი განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური სერვისების, მდგრადი ტურიზმისა და ახალი ბიზნესმოდელების ინტეგრირება ყალიბდება.

მეორე მხრივ, ფორუმის ქუთაისში ჩატარებას განსაკუთრებული რეგიონული მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო ღონისძიებების კონცენტრაცია დედაქალაქის მიღმა ხელს უწყობს ქვეყნის ტერიტორიული განვითარების უფრო დაბალანსებული მოდელის ჩამოყალიბებას და რეგიონების საერთაშორისო ეკონომიკურ და საინვესტიციო სივრცეში მეტად ინტეგრირებას. ქუთაისისთვის ეს ქმნის შესაძლებლობას, გაძლიერდეს მისი, როგორც განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ტურიზმის ურთიერთდაკავშირებული ცენტრის ფუნქცია. შესაბამისად, საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ქალაქის ცნობადობის ზრდის, არამედ ადგილობრივი ბიზნესის, მომსახურების სექტორის, სასტუმრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დამატებით სტიმულად.

მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი დაკავშირებულია საქართველოს ტურისტული პროდუქტის დივერსიფიცირებასთან. თანამედროვე ტურიზმში მზარდ მნიშვნელობას იძენს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საქმიანი და კონფერენციული ტურიზმი. ამდენად, ტექნოლოგიური ჰაბის საერთაშორისო ღონისძიებებისა და ტურისტული მარშრუტების სისტემაში ინტეგრირება საქართველოს საშუალებას აძლევს, გააფართოოს ტურისტული შეთავაზება და ვიზიტორთა მოზიდვა მხოლოდ ტრადიციულ კულტურულ, საზღვაო ან ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული არ იყოს.

ამასთან, საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობა მხოლოდ ღონისძიების უშუალო ეკონომიკური ეფექტით არ უნდა განისაზღვროს. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმები ქმნის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, პროფესიული ქსელების ჩამოყალიბების, ახალი პარტნიორობების დამყარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის პირობებს“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი.

შესაბამისად, სოსო არჩვაძის შეფასებით, ფორუმი შესაძლოა იქცეს მექანიზმად, რომლის საშუალებითაც საქართველოში არსებული ინოვაციური და ტურისტული პოტენციალი უფრო ფართო საერთაშორისო პროფესიულ და ბიზნესსაზოგადოებას წარედგინება.

„საბოლოო ჯამში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლის ვიზიტი, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდა და 2027 წლის ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი. ამ პროცესში ტურიზმი თანდათან იძენს არა მხოლოდ მომსახურების სექტორის, არამედ ეკონომიკური ზრდის, რეგიონული განვითარების, ინოვაციების, ადამიანური კაპიტალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციას.

ამ თვალსაზრისით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გაძლიერებას პოტენციურად შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც თავად ქუთაისის საერთაშორისო ეკონომიკურ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებაში, ისე საქართველოს რეგიონების განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაში. უფრო ფართო პერსპექტივაში კი მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ფორმირებას, როგორც ქვეყნისა, რომელიც საკუთარ ტურისტულ რესურსებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, განათლებასთან, ინოვაციებთან და მდგრადი ეკონომიკური განვითარების პრინციპებთან აერთიანებს“, - წერს სოსო არჩვაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„"იზიტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მასპინძლობდა, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც დიპლომატიური და ინსტიტუციური ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება, არამედ როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკისა და ინოვაციური ეკონომიკის ურთიერთდაკავშირების თვალსაჩინო მაგალითი. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი გაეცნო ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - თანამედროვე, მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც ერთიან კონცეფციაში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნესკომპონენტებს. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, როდესაც ტურიზმის კონკურენტუნარიანობა სულ უფრო მეტად განისაზღვრება არა მხოლოდ ბუნებრივი და კულტურული რესურსების არსებობით, არამედ ცოდნის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ინტეგრირების შესაძლებლობით. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობა სცდება ერთი კონკრეტული ტურისტული ან ტექნოლოგიური ობიექტის ფუნქციას. იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი ტიპის რეგიონული განვითარების პლატფორმა, სადაც განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ტურიზმი ურთიერთშემავსებელ კომპონენტებად გვევლინება. მსგავსი სივრცეების განვითარება ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციური მეწარმეობის წახალისებას და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიცირებას“
სოსო არჩვაძე
„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით. პირველ რიგში, ფორუმის საქართველოში ჩატარება აძლიერებს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ სივრცეში და ქმნის შესაძლებლობას, საქართველო წარმოჩინდეს არა მხოლოდ როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყანა, არამედ როგორც ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ურთიერთკავშირის განვითარების აქტიური მონაწილე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც გლობალური ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად იცვლება და მისი განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური სერვისების, მდგრადი ტურიზმისა და ახალი ბიზნესმოდელების ინტეგრირება ყალიბდება. მეორე მხრივ, ფორუმის ქუთაისში ჩატარებას განსაკუთრებული რეგიონული მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო ღონისძიებების კონცენტრაცია დედაქალაქის მიღმა ხელს უწყობს ქვეყნის ტერიტორიული განვითარების უფრო დაბალანსებული მოდელის ჩამოყალიბებას და რეგიონების საერთაშორისო ეკონომიკურ და საინვესტიციო სივრცეში მეტად ინტეგრირებას. ქუთაისისთვის ეს ქმნის შესაძლებლობას, გაძლიერდეს მისი, როგორც განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ტურიზმის ურთიერთდაკავშირებული ცენტრის ფუნქცია. შესაბამისად, საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ქალაქის ცნობადობის ზრდის, არამედ ადგილობრივი ბიზნესის, მომსახურების სექტორის, სასტუმრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დამატებით სტიმულად. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი დაკავშირებულია საქართველოს ტურისტული პროდუქტის დივერსიფიცირებასთან. თანამედროვე ტურიზმში მზარდ მნიშვნელობას იძენს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საქმიანი და კონფერენციული ტურიზმი. ამდენად, ტექნოლოგიური ჰაბის საერთაშორისო ღონისძიებებისა და ტურისტული მარშრუტების სისტემაში ინტეგრირება საქართველოს საშუალებას აძლევს, გააფართოოს ტურისტული შეთავაზება და ვიზიტორთა მოზიდვა მხოლოდ ტრადიციულ კულტურულ, საზღვაო ან ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული არ იყოს. ამასთან, საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობა მხოლოდ ღონისძიების უშუალო ეკონომიკური ეფექტით არ უნდა განისაზღვროს. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმები ქმნის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, პროფესიული ქსელების ჩამოყალიბების, ახალი პარტნიორობების დამყარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის პირობებს“
სოსო არჩვაძე
„საბოლოო ჯამში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლის ვიზიტი, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდა და 2027 წლის ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი. ამ პროცესში ტურიზმი თანდათან იძენს არა მხოლოდ მომსახურების სექტორის, არამედ ეკონომიკური ზრდის, რეგიონული განვითარების, ინოვაციების, ადამიანური კაპიტალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციას. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გაძლიერებას პოტენციურად შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც თავად ქუთაისის საერთაშორისო ეკონომიკურ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებაში, ისე საქართველოს რეგიონების განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაში. უფრო ფართო პერსპექტივაში კი მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ფორმირებას, როგორც ქვეყნისა, რომელიც საკუთარ ტურისტულ რესურსებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, განათლებასთან, ინოვაციებთან და მდგრადი ეკონომიკური განვითარების პრინციპებთან აერთიანებს“
სოსო არჩვაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები