რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის
რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ში დიზელით დატვირთული სამი ტანკერი უკვე გააგზავნა, მორიგ პარტიას კი 28 ოქტომბერს გააგზავნის. მისი თქმით, ქვეყანა მზადაა საწვავი ევროპასაც მიაწოდოს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის.
როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ში დიზელით დატვირთული სამი ტანკერი უკვე გააგზავნა.
ნოვაკის თქმით, რუსეთი მზადაა ევროპასაც მიაწოდოს საწვავი, თუ ევროპულ ქვეყნებს ასეთი სურვილი გაუჩნდებათ.
„ ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის საიმედო მიმწოდებლები ვიყავით“, - აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის საიმედო მიმწოდებლები ვიყავით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…