დავით სონღულაშვილი CITES-ის გენერალურ მდივანს ივონ იგუეროს შეხვდა
გარემოს დაცვის მინისტრი დავით სონღულაშვილი CITES-ის გენერალურ მდივან ივონ იგუეროს შეხვდა და განაცხადა, რომ საქართველო ველური ფლორისა და ფაუნის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ აღსრულების მექანიზმებს აუმჯობესებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) გენერალურ მდივანს, ივონ იგუეროს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა CITES-ის ფარგლებში საქართველოსა და კონვენციის სამდივნოს შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ველური სახეობებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია CITES-ის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ვაგრძელებთ ეროვნული კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ კონვენციის საქმიანობაში და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესრულებასა და ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით უკანონო ვაჭრობის გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა სახეობების აღდგენის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ გამოცდილების გაზიარება, ხელი შეუწყონ აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას და განავითარონ რეგიონული თანამშრომლობა.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია CITES-ის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ვაგრძელებთ ეროვნული კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პროცედურებისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ კონვენციის საქმიანობაში და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…