ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩვენ არათუ გავემიჯნეთ 4 ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას, არამედ კარდაკარ დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა" - გიორგი შარაშიძე

საკონსტიტუციო სასამართლო

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მათი პარტია საკონსტიტუციო სარჩელში ხელოვნურად ჩაამატეს, მაშინ როცა ისინი 4 ოქტომბრის მოვლენებს როგორც პროვოკაციას გაემიჯნენ და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

"ჩვენ არათუ გავემიჯნეთ 4 ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას და პროვოკაციას, არამედ კარდაკარ დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში ისაუბრა.

პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა საკონსტიტუციო სარჩელი იყო. გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკურ პარტიას 4 ოქტომბრის მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს, პირიქით, ისინი ამ პროცესებს გაემიჯნენ.

"4 ოქტომბერთან ჩვენ როგორ გვაკავშირებთ საერთოდ? როდესაც, ჩვენ არათუ გავემიჯნეთ ოთხ ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას და პროვოკაციას, არამედ კარდაკარ დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მე მაინტერესებს რას გვედავებით ჩვენ? რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს და ამიტომ, დღეს, როდესაც თქვენი გამოსვლა ნაცების წინააღმდეგ, ნაცების დანაშაულების ჩამოთვლას დაუთმეთ, კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, სოფიო ხორგუანმა, რომელმაც თქვა თქვა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ წარსულს გაემიჯნონ.

"ვისი ხელით აპირებთ საქართველოში ხალხის მმართველობის დასრულებას? და ვინ განიხილავს იმ ანტიკონსტიტუციურ სარჩელს და ვინ მართავს შოუს საკონსტიტუციო სასამართლოში? მინდა, მივმართო მოსამართლეებს, თქვენ გაქვთ შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საწინააღმდეგო ვნახეთ, თქვენს წარსულს გაემიჯნოთ და ერთხელ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება სინდისიერად საქართველოს ხალხის, კონსტიტუციის დაცვით", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა – „მანდატებს დავტოვებთო, სხვა რამეს კი არ აკეთებდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატს არ იყენებთ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები