ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Telegraph: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელისუფლებაში მოსვლისას „დექსიტის“ დაყენებით იმუქრება.

The Telegraph: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვს
The Telegraph: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვსიმედინიუსი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც ვაიდელი მიიჩნევს, გაერთიანებაში მიღების პროცესი ეროვნულმა პარლამენტებმა და მთავრობებმა უნდა გადაიბარონ.

მემარჯვენე პოლიტიკოსი ამბობს, რომ, თუ რეორგანიზაცია არ განხორციელდება, მისი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „დექსიტს“ ანუ ევროკავშირიდან გასვლას მოითხოვს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ვაიდელის მიერ წარდგენილი გეგმა, ფაქტობრივად, ევროკავშირის არსებული სახით დაშლას ნიშნავს.

ინიციატივა ითვალისწინებს ევროკომისიის უფლებამოსილებების მკვეთრ შეკვეცას, ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს არბიტრაჟით ჩანაცვლებასა და ბრიუსელის ბიუჯეტში გერმანიის შენატანების შემცირებას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალის ვაიდელი: „ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები,წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები