წითლიძე: როგორ შეიძლება ადეიშვილის გამო მე მკრძალავდე და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?
ენმ-ის წევრ ანი წითლიძის თქმით, „ოცნების“ სარჩელში ზურაბ ადეიშვილი 25-ჯერაა ნახსენები პარტიის ასაკრძალად, მაშინ როცა ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ზის და მართლმსაჯულებას ახორციელებს, რაც მის შეფასებით სამართლებრივი პარადოქსია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელში ზურაბ ადეიშვილი ენმ-ს წინააღმდეგ 25-ჯერ არის ნახსენები.
წითლიძე ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი თავად ერთხელ არ ჰყავს ნანახი, მოსამართლე ვასილ როინიშვილი კი მისი მინისტრობის დროს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.
ოპოზიციონერის თქმით, არ შეიძლება ზურაბ ადეიშვილის "ნამოქმედარის გამო" მას პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალონ, ხოლო მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს.
წარმოდგენილ სარჩელში, 25-ჯერ დავითვალე, მერე დამეზარა, ნახსენებია ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად. ამ არგუმენტს მივყავართ უმძიმეს სამართლებრივ და ლოგიკურ პარადოქსამდე. თუ მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა და არასდროს ეკავა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ტიპის თანამდებობა, იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც. მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეში ვემიჯნები ან რაღაცას ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თუმცა საინტერესოა, ვინ იყვნენ უახლოესი საკადრო დასაყრდენები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ პროცესებს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ სარჩელში ჩვენ დანაშაულად გვიფასებს. სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა. აქ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?!“- განაცხადა ანა წითლიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თუ აიკრძალება, უნდა ამკრძალოთ მეც, ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, როგორ შეიძლება, მისი ნამოქმედარის გამო ამიკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა?
როგორ შეიძლება ადეიშვილის გამო მე მკრძალავდე და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს – ანა წითლიძე
ციტატები სტატიიდან
„წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, "ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელში ზურაბ ადეიშვილი ენმ-ს წინააღმდეგ 25-ჯერ არის ნახსენები. წითლიძე ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი თავად ერთხელ არ ჰყავს ნანახი, მოსამართლე ვასილ როინიშვილი კი მისი მინისტრობის დროს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. ოპოზიციონერის თქმით, არ შეიძლება ზურაბ ადეიშვილის "ნამოქმედარის გამო" მას პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალონ, ხოლო მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს. წარმოდგენილ სარჩელში, 25-ჯერ დავითვალე, მერე დამეზარა, ნახსენებია ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად. ამ არგუმენტს მივყავართ უმძიმეს სამართლებრივ და ლოგიკურ პარადოქსამდე. თუ მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა და არასდროს ეკავა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ტიპის თანამდებობა, იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც. მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეში ვემიჯნები ან რაღაცას ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თუმცა საინტერესოა, ვინ იყვნენ უახლოესი საკადრო დასაყრდენები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ პროცესებს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ სარჩელში ჩვენ დანაშაულად გვიფასებს. სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა. აქ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…