ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია, პირველი ჰამასის თავდასხმის შემდეგ

ისრაელში ჰამასის თავდასხმის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სადაც მთავარი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდსა“ და გენშტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის პარტია „იაშარს“ შორის არის მოსალოდნელი.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია, პირველი ჰამასის თავდასხმის შემდეგ
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია, პირველი ჰამასის თავდასხმის შემდეგრადიო თავისუფლება

პარლამენტის 120-მანდატზე პრეტენზიას აცხადებს 30-ზე მეტი პარტია. ხმის უფლებით სარგებლობს შვიდ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისრაელში პირველია ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა და უსაფრთხოების მიმართ სერიოზული შეკითხვები გააჩინა.

მთავარი კონკურენტები

მანდატების მოსაპოვებლად ძირითადი ბრძოლა მოსალოდნელია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიკუდსა“ და ცენტრისტულ პარტია „იაშარს“ შორის, რომლის ლიდერი ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გადი აიზენკოტია.

საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ უნდა მიიღოს.

120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო. პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 3,25%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ

ანალიტიკოსების შეფასებით, 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს არა მხოლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი ოპონენტების პოლიტიკურ მომავალს, არამედ აჩვენებს, რა სურთ ისრაელის მოქალაქეებს გადატანილი სამხედრო და პოლიტიკური რყევების შემდეგ.

2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, სადაც, ისრაელის მონაცემებით, 1200-მდე ადამიანი დახოცა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა.

თავდასხმას მოჰყვა ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში. ამ ოპერაციამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი არა მხოლოდ ჰამასის რიგებში, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაშიც და ჰუმანიტარული კატასტროფა. პალესტინური მხარის მონაცემებით, დაიღუპა 74 ათასზე მეტი ადამიანი.

ამ მოვლენებს მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების მხარდამჭერი აქციები.

ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლმა გამოიწვია ისრაელის იზოლირება არაერთი სახელმწიფოს მხრიდან.

მოგვიანებით, ისრაელი შეუერთდა აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ჰამასის მხარდამჭერი ირანის წინააღმდეგ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები