ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3%-ს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში 7.6%-ია. პრემიერმა თბილისის ფინანსურ სამიტზე ხაზი გაუსვა ტექნოლოგიების ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების როლს საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაში.

ირაკლი კობახიძე – 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება
ირაკლი კობახიძე – 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდებაპირველი არხი

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო რიგით მეორე თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება.

განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-ი (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი.

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.

ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი.

დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია
  2. POSTVსამთავრობოპრემიერი: “2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო რიგით მეორე თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-ი (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით. ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი. დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები