ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გვარაკიძე, სპეციალური მიწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ანტალიაში მიმდინარე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

გიორგი გვარაკიძე, სპეციალური მიწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს
გიორგი გვარაკიძე, სპეციალური მიწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობსრუსთავი 2

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მიწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში იმართება.

ღონისძიება თურქეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა მუჰსინ შენთურქმა და ანტალიის გუბერნატორმა ჰულუსი შაჰინმა გახსნეს.

ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ კი საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: "ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულებრივი შემოსავლების კონფისკაცია".

სამუშაო ფორუმის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ანტალიაში გამართულ ფორუმს საქართველოს პროკურატურის დელეგაცია სპეციალური მოწვევით, სტუმრის სტატუსით ესწრება. ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების ფორუმს ასევე ესწრებიან პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი, Eurojust-ის პარტნიორებთან ურთიერთობის საბჭოს თავმჯდომარე, ალბანეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, რუმინეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორები, აგრეთვე პროკურატურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს
  2. პირველი არხისამთავრობოგიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები