ბრიტანეთის საგარეო მინისტრი: ვგმობთ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“
დიდი ბრიტანეთი გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ბრიტანეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“, - ასე ეხმაურება ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ლორდ ვუდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გამყარებას ცდილობს, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
“დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, - ნათქვამია განცხადებაში.
ლორდ ვუდის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. "არჩევნებს" - ლორდ ვუდი
- პირველი არხიდიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ლორდ ვუდი – დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
- ნეტგაზეთიბრიტანეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…