პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: უკრაინა უკვე თითქმის ერთი თვეა პიტ ჰეგსეტის ხელმოწერას ელოდება Patriot-ისა და NASAMS-ის რაკეტების მოწოდებაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი თითქმის ერთი თვეა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ხელმოწერას ელოდება Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მოწოდებაზე.

ზელენსკი: უკრაინა უკვე თითქმის ერთი თვეა პიტ ჰეგსეტის ხელმოწერას ელოდება Patriot-ისა და NASAMS-ის რაკეტების მოწოდებაზე
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი უკვე თითქმის ერთი თვეა ელოდება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ხელმოწერას Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მოწოდებაზე.

„კერძოდ, უკვე თითქმის ერთი თვეა ველოდებით ბატონი ჰეგსეტის ხელმოწერას Patriot-ისა და NASAMS-ის რაკეტებზე. დავავალე, კიდევ ერთხელ განიხილონ ეს საკითხი ამერიკულ მხარესთან. მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც გრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ პარტნიორებისგან იარაღის მოწოდებისა და რუსული დარტყმების შემდეგ ენერგოსისტემის აღდგენის საკითხებზე სპეციალური თათბირი გამართა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა წელს აშშ-სგან თვეში Patriot-ის ტიპის 12 რაკეტას მიიღებს მაშინ, როცა თვეში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება უწევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები