ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით

ნაციონალური მოძრაობა

მმართველი გუნდი 25 ოქტომბრის ოპოზიციურ აქციას ჩავარდნილად მიიჩნევს და პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნას ხალხის პასუხით ხსნის. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს უგულებელყოფენ, ელექტორალურ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მორიგი აქციის ჩავარდნის უკან ქართველი ხალხის ადეკვატურ აღქმებს ხედავს. პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმა, დღეს, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებათა მრავალწლიანი ჯაჭვი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს. თქვეს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებსა და სიწმინდეებს მუდმივად უგულვებელყოფენ, საქართველოში ელექტორალურ მხარდაჭერას ვერასდროს მიიღებენ.

იმაზე, რომ მხარდაჭერა დაბალი იყო, აქციის მიმდინარეობის დროს თავად ოპოზიციონერმა ლიდერებმაც ისაუბრეს. 25 ოქტომბრის დემონსტრაციის ორგანიზატორებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს და მხარდამჭერებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

გვარამიასგან განსხავებით, დღეს, ოპოზიციის ნაწილმა მცირერიცხოვანი აქციის დამაჯერებელ პროტესტად მონათვლა სცადა, ნაწილი კი რამდენიმე ასეული კაცისგან შემდგარ მსვლელობას საერთოდ გაემიჯნა.

ქართველი ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. კანონმდებლების აზრით, მუდმივად დესტრუქციისა და ქაოსის შექმნით დაკავებული პარტიების სამართლებრვი დასრულება, ჯანსაღ ძალებს ოპოზიციური ნიშის დაკავების შანსს მისცემს, რაც დემოკრატიისთვის აუცილებელია.

5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი გასულ კვირას დაიწყო. ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – 14 წელია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები