აკადემიკოს ჩახუნაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული აკადემიკოსი და ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. მას 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი განუსაზღვრეს. ასევე, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც.

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ექიმმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და პირდაპირი ეთერის მეშვეობით ყველა პატიმარი გაამხნევა.
"ყველაფერი კარგად კი არა ძალიან კარგად იქნება", - თქვა ციხიდან გათავისუფლებულმა ექიმმა.
პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას. აქედან მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს და ყველა პატიმარს. ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია. მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც მათ შორის იზრუნეს ჩემს დარწმუნებაში, მადლობა ჩემს ოჯახს. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყვეა ძალიან მიყვარხართ. ყველაფერი იქნება კარგად კი არა ძალიან კარგად" - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ჟურნალისტებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, უნდა მიმართონ თუ არა სხვა პატიმრებმაც პროკურატურას საპროცესოს მოთხოვნით, რაზეც გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა - "ყველამ თავისი საქმე იცის".
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმი, გოგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აკადემიკოსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ცნობილ პედიატრს ციხის კარები შემდეგი პირობით გაუხსნეს: 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი.
პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი.
ამ შემთხვევაში პირობა ასეთია: ერთი წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ალბუთაშვილი ციხეს ოქტომბერში დატოვებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიექიმ ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ექიმი დარბაზიდან გაათავისუფლეს
- იმედინიუსიგიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა
- იმედინიუსიგიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა
- რადიო თავისუფლებასაპროცესოთი გაათავისუფლეს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
- ალიაექიმ ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ – დეტალები
- რუსთავი 24 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - მათ დანაშაული აღიარეს
- ნეტგაზეთიგოგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ზაქრო ალბუთაშვილი ციხეს 2 კვირაში დატოვებს — 4 ოქტომბრის საქმე
ციტატები სტატიიდან
„ყველაფერი კარგად კი არა ძალიან კარგად იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…