ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

გარი ნევილის განცხადებით, ფინანსური სკანდალის ფონზე „მანჩესტერ სიტის“ მიერ პრემიერლიგის ტიტულის მოგება ქაოსს გამოიწვევს. მისი თქმით, საკითხი თებერვლამდე ან მარტამდე უნდა გადაწყდეს. „სიტის“ 114 ბრალდება აქვს წაყენებული, რაც კლუბმა გაასაჩივრა.

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზესპორტალი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველს ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელ გარი ნევილს მიაჩნია, რომ პრემიერლიგაში ფინანსურ სკანდალთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, "სიტის" ჩემპიონობა დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს.

როგორც მან განაცხადა, ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად, გადაწყევეტილება რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული.

"ძალიან რთული იქნება იმის ყურება, თუ როგორ მოიგებს "სიტი" წელს ჩემპიონატს. თუ მაისში ისინი პრემიერლიგის ტიტულს აღმართავენ, ვფიქრობ, ქაოსი შეიქმნება. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი თებერვლამდე ან მარტამდე უნდა გადაწყდეს", - ციტირებს ნევილს Goal-ი.

შეხსენებისთვის, 29 სექტემბერს პრემიერლიგამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ "სიტი" დამნაშავედ ცნო ლიგის ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაში, ასევე გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობის ეპიზოდების უმეტესობაში. ჯამში, ეს ბრალდებები კლუბის წინააღმდეგ წაყენებული 115 პუნქტიდან 114-ს ეხება. დარღვევები მოიცავს პერიოდს 2009/10-დან 2017/18 წლების სეზონებამდე.

მანჩესტერელებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. კლუბის მიმართ სანქციები ჯერ არ განსაზღვრულა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან რთული იქნება იმის ყურება, თუ როგორ მოიგებს "სიტი" წელს ჩემპიონატს. თუ მაისში ისინი პრემიერლიგის ტიტულს აღმართავენ, ვფიქრობ, ქაოსი შეიქმნება. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი თებერვლამდე ან მარტამდე უნდა გადაწყდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები