ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

Daily Mail-ის ცნობით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ფინანსური წესების დარღვევის გამო „მანჩესტერ სიტის“ დასჯა გადაწყვიტა — კლუბს დიდი რაოდენობით ქულების დაკლება და ჩემპიონშიპში დაქვეითება ემუქრება.

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთსპორტალი

პოპულარული ბრიტანული გამოცემა Daily Mail თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) ფინანსური სკანდალის ფონზე, მანჩესტერ "სიტის" დასჯის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვიტა.

სავარაუდოდ, "ქალაქელებს" დიდი რაოდენობით ქულებს დააკლებენ, რაც ჩემპიონშიპში (რანგით მეორე დივიზიონი) დაქვეითებას გამოიწვევს. არაა გამორიცხული, მანჩესტერელებს ქულები მომავალ სეზონში ჩემპიონშიპშიც დააკლონ.

პრემიერ ლიგა მოითხოვს, რომ სასჯელის შესახებ ინფორმაცია სააპელაციო გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ, სულ მცირე, იანვრის ბოლომდე გამოცხადდეს.

შეხსენებისთვის, პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევასთან დაკავშირებულ 115 ბრალდებიდან "მანჩესტერ სიტი" 114 ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს. საქმე მოიცავს ფინანსური ინფორმაციის შესაძლო გაყალბებას, ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის განხორციელებულ გადახდებსა და ფინანსური კონტროლის მოთხოვნების შეუსრულებლობას. გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, დამატებითი დოკუმენტები წარადგინა და საქმეში გამართლების იმედი აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელიაწაიკითხე

უახლესი ამბები