ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ლეი ხაიჩაომ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ციფრული ჯანდაცვის, ტელემედიცინისა და ფარმაცევტული რეგულირების სფეროებში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმესრუსთავი 2

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა ლეი ხაიჩაომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტი ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. საუბარია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების, ტელემედიცინის, ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებებზე.

მემორანდუმი ასევე მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულირების სფეროში. ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების სფეროშიც.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა სისტემის ხარისხის, ეფექტურობისა და მკურნალობის უწყვეტობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები