ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის მცირერიცხოვან აქციაზე: ძალიან კმაყოფილი ვიყავი, იმ ადამიანების სულისკვეთებით და რაოდენობით, რაც ვიხილე თსუ-თან და შემდგომში უკვე რუსთაველის გამზირზე

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე მოქალაქეთა რაოდენობითა და სულისკვეთებით კმაყოფილი იყო, მიუხედავად მმართველი გუნდის განცხადებებისა, რომ აქცია მცირერიცხოვანი გამოდგა.

თითქმის 2-კვირიანი ანონსისა და ორგანიზების მიუხედავად, ოპოზიციის აქცია მაინც მცირერიცხოვანი იყო, რასაც ოპოზიციის ლიდერები თავადაც ვერ უარყოფენ.

პარტიების აკრძალვის სარჩელზე საპროტესტო მსვლელობა თბილისში გუშინ გაიმართა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ აქციაში მონაწილე ადამიანების რაოდენობით უკმაყოფილო არ არის.

"მე პირადად ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი, მიუხედავად, იმისა, რომ ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, იმ ადამიანების სულისკვეთებით და რაოდენობით, რაც ვიხილე თსუ-თან და შემდგომში უკვე რუსთაველის გამზირზე", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სიმბოლური აქცია ჩატარდა, სადაც რა სივრცეც იყო ჩვენს მიერ გათვლილი, ის სივრცე ბოლომდე იყო ათვისებულ - ირაკლი ფავლენიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები