ნოდარ ბოკერია: ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი ეკონომიკური განვითარების ხანგრძლივი პერიოდი, რომ საბოლოოდ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა, ხოლო ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9 პროცენტს შეადგენს. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური განვითარების ხანგრძლივი პერიოდი. მან ასევე უარყო ბრალდებები იზოლაციის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს საგაარეო პოლიტიკურ მიღწევებსა და პარტნიორობას.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. როგორც ნოდარ ბოკერიამ განაცხადა, ეს პარტია პოპულისტური და ამავდროულად ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის გავრცელებაში არის ჩაბმული.
„ეკონომიკურ სიდუხჭირეზე თქვენი პარტიის სიტყვების პასუხად მოგიყვანთ ძალიან მარტივ სტატისტიკას. თქვენს პარტიას, ზოგადად, ციფრები არ უყვარს, რადგან ციფრები უტყუარი საბუთია. საქართველოში 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბე დაიწია დაახლოებით 27 პროცენტული პუნქტით. საქართველოს ეკონომიკური განვითარება საშუალოდ შეადგენს 9 პროცენტს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ასეთი ეკონომიკური განვითარების ხანგრძლივი პერიოდი, რომ საბოლოოდ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურ ცხოვრებას დაეტყოს. ალბათ თქვენი პარტია ერიკ ტრამპის განცხადებასაც მოუსმენდა, როდესაც მან საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების შედეგად თქვა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკური ლიდერია.
ამის შემდეგ თქვენი გუნდი ავრცელებს ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. მე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და სწორედ ამ გუნდმა დაძაბულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩამოაყალიბა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინეთ აშშ-სთან გადატვირთული ურთიერთობები, ცენტრალურ აზიასთან გაძლიერებული ურთიერთობები. ევროკავშირის გზაზე რაც კი გაკეთდა და ძალიან ბევრი გაკეთდა, ეს იყო „ქართული ოცნების“ დიდი მუშაობის შედეგი. შეგახსენებთ, ვიზალიბერალიზაციას, ასოცირების შეთანხმებას და კიდევ სხვა მრავალს“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
ციტატები სტატიიდან
„ეკონომიკურ სიდუხჭირეზე თქვენი პარტიის სიტყვების პასუხად მოგიყვანთ ძალიან მარტივ სტატისტიკას. თქვენს პარტიას, ზოგადად, ციფრები არ უყვარს, რადგან ციფრები უტყუარი საბუთია. საქართველოში 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიღარიბე დაიწია დაახლოებით 27 პროცენტული პუნქტით. საქართველოს ეკონომიკური განვითარება საშუალოდ შეადგენს 9 პროცენტს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ასეთი ეკონომიკური განვითარების ხანგრძლივი პერიოდი, რომ საბოლოოდ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურ ცხოვრებას დაეტყოს. ალბათ თქვენი პარტია ერიკ ტრამპის განცხადებასაც მოუსმენდა, როდესაც მან საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების შედეგად თქვა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკური ლიდერია. ამის შემდეგ თქვენი გუნდი ავრცელებს ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ. მე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და სწორედ ამ გუნდმა დაძაბულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩამოაყალიბა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინეთ აშშ-სთან გადატვირთული ურთიერთობები, ცენტრალურ აზიასთან გაძლიერებული ურთიერთობები. ევროკავშირის გზაზე რაც კი გაკეთდა და ძალიან ბევრი გაკეთდა, ეს იყო „ქართული ოცნების“ დიდი მუშაობის შედეგი. შეგახსენებთ, ვიზალიბერალიზაციას, ასოცირების შეთანხმებას და კიდევ სხვა მრავალს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…