ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანმა შესაძლოა არჩევნების ჩაშლა სცადოს და ისრაელზე დარტყმა განახორციელოს

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სადაზვერვო მონაცემებით, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა არჩევნების ჩასაშლელად ისრაელზე თავდასხმა სცადონ, რასაც „არაპროპორციულად ძლიერი დარტყმები“ მოჰყვება.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანმა შესაძლოა არჩევნების ჩაშლა სცადოს და ისრაელზე დარტყმა განახორციელოს
ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანმა შესაძლოა არჩევნების ჩაშლა სცადოს და ისრაელზე დარტყმა განახორციელოსრუსთავი 2

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ირანმა ან მისმა ერთ-ერთმა მოკავშირემ შესაძლოა ისრაელზე თავდასხმა განახორციელოს.

"ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ჩვენ გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა არჩევნების ჩასაშლელად ჩვენზე თავდასხმა სცადონ. მე ვაფრთხილებ მათ - ნუ გამოგვცდით. არაპროპორციულად ძლიერ დარტყმებს მიიღებთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერი-მინისტრის თქმით, ისინი იმაზე უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეებს ჰგონიათ.

"ჩვენ იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ნუ შეგვაფასებთ არასათანადოდ. ნუ გამოგვცდით", - დასძინა ნეთანიაჰუმ.

მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა გასულ კვირას დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნებამდე ირანზე დარტყმის განხორციელების ოპერატიულ აუცილებლობას ვერ ხედავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობობენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა, არჩევნების ჩაშლის მიზნით თავდასხმები სცადონ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ჩვენ გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა არჩევნების ჩასაშლელად ჩვენზე თავდასხმა სცადონ. მე ვაფრთხილებ მათ - ნუ გამოგვცდით. არაპროპორციულად ძლიერ დარტყმებს მიიღებთ“
„ჩვენ იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ნუ შეგვაფასებთ არასათანადოდ. ნუ გამოგვცდით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში ირანზე ისრაელის დარტყმა შეაჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები