ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში ირანზე ისრაელის დარტყმა შეაჩერა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ Financial Times-ის ცნობას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ირანზე 10 ოქტომბრისთვის დაგეგმილი დარტყმა აშშ-ის პრეზიდენტმა შეაჩერა.

ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში ირანზე ისრაელის დარტყმა შეაჩერა
ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ ტრამპმა ამ თვის დასაწყისში ირანზე ისრაელის დარტყმა შეაჩერარუსთავი 2

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს გაზეთ Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის ამ თვის დასაწყისში ირანზე დარტყმის განხორციელებას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა შეაჩერა.

გავრცელებული ცნობით, ტრამპს არ სურდა, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე საბრძოლო მოქმედებები განახლებულიყო.

"ეს ინფორმაცია არასწორია", - განუცხადა ნეთანიაჰუმ მედიას.

მან დასძინა, რომ არ აპირებს დეტალების გამჟღავნებას იმის შესახებ, თუ რა ითქვა ტრამპთან გამართულ ბოლო საუბრებში ირანთან დაკავშირებით.

ბრიტანულ გაზეთთან საუბრისას, სამმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მზად იყვნენ, 10 ოქტომბერს ირანზე დარტყმები განეხორციელებინათ. სამიზნეებს შორის იყო ირანის ბირთვული ობიექტები, რეჟიმთან დაკავშირებული ობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგეტიკული სადგურები.

ანონიმურის წყაროების განმარტებით, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბერს არის ჩანიშნული, კონფლიქტი აღარ განეახლებინა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აბას არაღჩიმ ისრაელი აშშ-ის ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები