შალვა პაპუაშვილი: “თუკი ვინმე არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას, ყველა ეს ორგანო და სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ყველა არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი”
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, ქვეყნის სუვერენიტეტს არ ცნობს და დამოუკიდებლობის მტერია. მისი მტკიცებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი 2024 წლის 28 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყდა.

“დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეწყდა 2024 წლის 28 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით და ამის აღიარება ბოლო პერიოდში მოუწიათ, მათ შორის, ჰერჩინსკის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ეს იყო ჰიბრიდული დეზინფორმაციის კამპანიის მეთოდი – რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ, თითქოს მან შეწყვიტა ევროკავშირთან დიალოგი. ეს არის ტყუილი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია უარყო და დღემდე არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს.
თუკი ვინმე არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას, ყველა ეს ორგანო და სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ყველა არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ის, ვინც არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, არის საქართველოს სუვერენიტეტის მტერი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეწყდა 2024 წლის 28 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით და ამის აღიარება ბოლო პერიოდში მოუწიათ, მათ შორის, ჰერჩინსკის“
„ეს იყო ჰიბრიდული დეზინფორმაციის კამპანიის მეთოდი – რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ, თითქოს მან შეწყვიტა ევროკავშირთან დიალოგი. ეს არის ტყუილი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია უარყო და დღემდე არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს. თუკი ვინმე არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას, ყველა ეს ორგანო და სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ყველა არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ის, ვინც არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, არის საქართველოს სუვერენიტეტის მტერი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…