ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ დაუჭირა მხარი PACE-ის რეზოლუცია 1633-ს, რომელშიც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების ახალი ფაზა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაიწყო.

შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633
შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633იმედინიუსი

ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დაალაგეს საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოიგეს.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, სარჩელში წარმოდგენილია დოკუმენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელსაც ხელმომწერები ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ შორის მაშინ ვითომ ოპოზიციის სახით იყო გიორგი თარგამაძე, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენელია. მათი ხელმოწერები და მხარდაჭერა აქვს. რეზოლუციაში წერია, რომ ახალი ფაზა კონფლიქტისა, ახალი საომარი ფაზა დაიწყო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633. მათ იმდენი რამე გამოაყენებინეს რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დავალაგეთ საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოვიგეთ. რაც შეეხება რეზოლუციას, გაგვცენ პასუხი, მათ ეს მართლა ასე ჩაიდინეს 7 აგვისტოს, თუ მათ დაიბრალეს ამ რეზოლუციით. ან ერთი პასუხი თქვან, ან მეორე.

თქვენ წარმოიდგინეთ, ზელენსკიმ მხარი რომ დაუჭიროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ 2022 წლის 23 თებერვალს უკრაინის ჯარების მხრიდან ცეცხლის გახსნამ გამოიწვია ახალი ფაზა და 24 თებერვალს უპასუხა რუსეთის ფედერაციას. ამას რომ ზელენსკიმ ხელი მოაწეროს, რა იქნება ამაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, სარჩელში წარმოდგენილია დოკუმენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელსაც ხელმომწერები ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ შორის მაშინ ვითომ ოპოზიციის სახით იყო გიორგი თარგამაძე, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენელია. მათი ხელმოწერები და მხარდაჭერა აქვს. რეზოლუციაში წერია, რომ ახალი ფაზა კონფლიქტისა, ახალი საომარი ფაზა დაიწყო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633. მათ იმდენი რამე გამოაყენებინეს რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დავალაგეთ საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოვიგეთ. რაც შეეხება რეზოლუციას, გაგვცენ პასუხი, მათ ეს მართლა ასე ჩაიდინეს 7 აგვისტოს, თუ მათ დაიბრალეს ამ რეზოლუციით. ან ერთი პასუხი თქვან, ან მეორე. თქვენ წარმოიდგინეთ, ზელენსკიმ მხარი რომ დაუჭიროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ 2022 წლის 23 თებერვალს უკრაინის ჯარების მხრიდან ცეცხლის გახსნამ გამოიწვია ახალი ფაზა და 24 თებერვალს უპასუხა რუსეთის ფედერაციას. ამას რომ ზელენსკიმ ხელი მოაწეროს, რა იქნება ამაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 2012 წლიდან ვაკვირდებით, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც წლების განმავლობაში თავისი ფორმები შეიცვალა, უარყოფს ნებისმიერი ხელისუფლების, ანუ უარყოფს საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები