ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ობრადოირო“ 106:76 გაანადგურა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის „ანდორა“ „ბილბაოსთან“ 76:88 დამარცხდა. ორივე ქართველმა კალათბურთელმა თავის შეხვედრაში 4-4 ქულა დააგროვა.

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდასპორტალი

ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ მოედანზე “ობრადოირო” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით — 106:76 დაამარცხა. კანარულმა კლუბმა ოთხივე მეოთხედში მოახერხა უპირატესობის მოპოვება და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად გუნდის წარმატებისა, ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში საკმაოდ მოკრძალებული სტატისტიკით დაასრულა. შერმადინმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მან 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, შეტევაში კი დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა.ამ გამარჯვების შემდეგ “ტენერიფე” 4 მოგებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად “ლეიმა კორუნიას” დაუპირისპირდება.

რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილის “მორაბანკ ანდორას”, იგი გასვლაზე “ბილბაოსთან” 76:88 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთი ითამაშა და საკუთარ ანგარიშზე 4 ქულა და 2 პასი ჩაიწერა. ანდრონიკაშვილმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.“ანდორასთვის” სეზონის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა — 1 მოგებით და 4 წაგებით გუნდი მე-16 ადგილზეა. მომდევნო ტურში, პირველ ნოემბერს,ანდორა “ვალენსიას” უმასპინძლებს.

GBF

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები