ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

TBC Capital-ის კვლევის თანახმად, თბილისის სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 24%-ით, ხოლო რესტორნებში 21%-ით გაიზარდა.

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital
თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC CapitalBM.GE

2026 წლის სექტემბერში თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში გაიზარდა. კერძოდ, თბილისის სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 24%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში ზრდამ 21% შეადგინა.

ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც თბილისში, აჭარასა და კახეთში არარეზიდენტების დანახარჯებს ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასტუმროებში საშუალო დანახარჯმა მიმდინარე წლის სექტემბერში 719 ლარი შეადგინა [2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 646 ლარი იყო]. რესტორნებში კი საშუალო დანახარჯი 71 ლარი (2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 85 ლარი) იყო.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, დედაქალაქის სასტუმროებში დანახარჯების მატებას ხელი შეუწყო როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობის ზრდამ, რაც შესაძლოა განთავსების გაძვირებით ან უფრო ხანგრძლივად დარჩენით იყოს განპირობებული. რაც შეეხება რესტორნებს, აქ დანახარჯების ზრდა ტრანზაქციების რაოდენობის მატებამ განაპირობა, თუმცა თითოეული გადახდისას საშუალოდ ნაკლები თანხა იხარჯებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები