სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონე პარტიები არიან, მაგრამ რეალურად ერთი განაყარია, ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ - არჩილ გორდულაძე პარტიების აკრძალვაზე
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას დეტალურად გამოჩნდება ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციური ქმედებები. მისი მტკიცებით, ოპონენტებს სხვადასხვა სახელი აქვთ, თუმცა რეალურად „ერთი განაყარია“ და ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ.
"ამდენი ხნის განმავლობაში რომ ამბობდნენ, ვერ გავიგეთო [რას გვედავებიანო], ძალიან კარგად გაიგეს სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციურ ქმედებები მიემართება, ეს დეტალურად იქნება განხილული", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, შესაძლოა მათ ოპონენტებს სხვადასხვა სახელი და ნომერი აქვს, თუმცა ყველა მათგანი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, რაც არაკონსტიტუციურ ქმედებებში გამოიხატება.
"კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონე პარტიები არიან, მაგრამ რეალურად ერთი განაყარია, ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ.
ყველა ის ქმედება, რომელსაც ვხედავ 2021 წლიდან, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ - არადემოკრატიული, არასახელმწიფოებრივი ქმედებები, პროცესზე იქნება ხაზგასმული, ნაწილ შემთხვევაში დამოუკიდებლად, ნაწილ შემთხვევაში კი, ერთად.
ამავდროულად, მათაც შეერაცხებათ ის ქმედებები, რომელსაც არ გაემიჯნენ და კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ.
ერთი არის მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, რეალობა არის მეორე - მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაარჩილ გორდულაძე – ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც გაიგეს, სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები, სხვადასხვა სახელის მქონე და სხვადასხვა ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ
არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად
არჩილ გორდულაძე: „ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში“
არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…