არჩილ გორდულაძე – ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც გაიგეს, სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება
არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დადასტურდება, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი განზრახვით მოქმედებენ და მათი ნაბიჯები ანტისახელმწიფოებრივია. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ სარჩელს ოპოზიციის აკრძალვის შესახებ.

დღეს გაიხსნება სხდომა, რომელზეც სასამართლო გამოაცხადებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას – განჩინებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, პროცედურის შესაბამისად, შემდეგ მომხსენებელი მოსამართლე მოკლედ მიაწვდის ინფორმაციას სარჩელთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე წარადგენს თავის ახსნა-განმარტებას.
„ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც გაიგეს, სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება. ეს საკითხები დეტალურად იქნება განხილული და დადასტურდება, რომ ეს პარტიები, მიუხედავად სხვადასხვა სახელწოდებისა და ნომრისა, რეალურად ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ.
მათ მიერ, ცალკეულ შემთხვევებში, დამოუკიდებლად ან ერთობლივად განხორციელებული ის ქმედებები, რომლებსაც 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ ვხედავდით, შეფასდება როგორც არადემოკრატიული და არასახელმწიფოებრივი ქმედებები. ამავდროულად, მათვე შეერაცხებათ ის ქმედებებიც, რომელთაგანაც არ გამიჯნულან და რომლებსაც კოალიციაში შესვლით პირდაპირ დაეთანხმნენ.
ერთი მხრივ, არსებობს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მეორე მხრივ – რეალობა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. თითოეული ეს ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაარჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები, სხვადასხვა სახელის მქონე და სხვადასხვა ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ
სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონე პარტიები არიან, მაგრამ რეალურად ერთი განაყარია, ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ - არჩილ გორდულაძე პარტიების აკრძალვაზე
არჩილ გორდულაძე: ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად
არჩილ გორდულაძე: „ჩვენ რომ ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდეთ, მაშინ გაშიფრულ აგენტზე უკეთესი ოპონენტი ვერ გვეყოლებოდა და არც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივად და ჩვენი ვალია, ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არ ჰქონდეთ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში“
არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები
ციტატები სტატიიდან
„ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც გაიგეს, სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება. ეს საკითხები დეტალურად იქნება განხილული და დადასტურდება, რომ ეს პარტიები, მიუხედავად სხვადასხვა სახელწოდებისა და ნომრისა, რეალურად ერთი და იმავე განზრახვით მოქმედებენ. მათ მიერ, ცალკეულ შემთხვევებში, დამოუკიდებლად ან ერთობლივად განხორციელებული ის ქმედებები, რომლებსაც 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ ვხედავდით, შეფასდება როგორც არადემოკრატიული და არასახელმწიფოებრივი ქმედებები. ამავდროულად, მათვე შეერაცხებათ ის ქმედებებიც, რომელთაგანაც არ გამიჯნულან და რომლებსაც კოალიციაში შესვლით პირდაპირ დაეთანხმნენ. ერთი მხრივ, არსებობს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მეორე მხრივ – რეალობა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები. თითოეული ეს ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…