ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების წესი შეცვალა — უცხოური ვალუტით გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების თანხა გაანგარიშებისას 50%-ით გაითვალისწინება. სებ-ის განმარტებით, ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობის გაზრდას ემსახურება.

ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზე
ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზეBM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, უცხოური ვალუტით გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქება კომერციული ბანკების დაფინანსების სტაბილურობის გაზრდას და მოკლევადიან რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა BMG-ის კითხვებზე პასუხად განაცხადა.

რედაქციამ მარეგულირებელს კითხვებით მას შემდეგ მიმართა, რაც გასულ კვირაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეიცვალა.

სებ-ის განმარტებით, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მათი გამოუთხოვადი ხასიათიდან გამომდინარე, საბანკო სექტორისთვის დაფინანსების შედარებით სტაბილური წყაროა. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენების წახალისება ბანკების დაფინანსების სტრუქტურაში გრძელვადიანი რესურსების წილის ზრდას შეუწყობს ხელს.

„სადეპოზიტო სერტიფიკატების პოპულარიზაცია და მათი გამოყენების წახალისება მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში დაფინანსების სტაბილურობის გასაზრდელად. სადეპოზიტო სერტიფიკატები, მათი გამოუთხოვადი ხასიათიდან გამომდინარე, სტრესულ სიტუაციებში დაფინანსების უფრო სტაბილურ წყაროს წარმოადგენს, ვიდრე მიმდინარე, მოთხოვნამდე და გამოთხოვადი ვადიანი დეპოზიტები. შესაბამისად, საბანკო დაფინანსების სტაბილურობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ბანკების დაფინანსების სტრუქტურაში სადეპოზიტო სერტიფიკატების წილის ზრდის წახალისება.

ამ მიზნით, მომავალში დადებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებზე სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქება გაზრდის მათ მიმზიდველობას სხვა დეპოზიტებთან შედარებით და შექმნის დამატებით სტიმულს გამოუთხოვადი, გრძელვადიანი დეპოზიტების ზრდისთვის. შედეგად, გაუმჯობესდება ბანკების დაფინანსების სტაბილურობა და შემცირდება მოკლევადიანი დაფინანსების წყაროებზე დამოკიდებულება, რაც ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მდგრადობას“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

რა იცვლება სარეზერვო მოთხოვნების წესში

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალა. სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ 20 ოქტომბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისას ბანკების მიერ უცხოური ვალუტით გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების თანხის 50%-ით იქნება გათვალისწინებული.

ბანკები მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებას განახლებული წესით 2026 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყებენ, შესაბამისი სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კი 3 დეკემბრიდან მოუწევთ.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა განსაზღვრავს იმ სახსრების მოცულობას, რომელიც კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკში რეზერვის სახით უნდა შეინარჩუნონ. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმა ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია დოლარიზაცია, მით უფრო მაღალია სარეზერვო მოთხოვნაც.

მოქმედი წესით, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 70% ან მეტია, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო ნორმა 20%-ს შეადგენს. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი 40% ან ნაკლებია, სარეზერვო ნორმა 10%-ია, ხოლო 40%-დან 70%-მდე დიაპაზონში მოთხოვნა პროპორციულად იცვლება.

ახალი ბრძანებით, სარეზერვო ვალდებულებების გაანგარიშებისას შესაბამისი უცხოური ვალუტით დენომინირებული სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობის 50%-იც გაითვალისწინება. ამასთან, დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, რა გავლენას მოახდენს ცვლილება ცალკეული ბანკების სარეზერვო ვალდებულებებზე. აღნიშნული დამოკიდებული იქნება, მათ შორის, თითოეული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სადეპოზიტო სერტიფიკატების პოპულარიზაცია და მათი გამოყენების წახალისება მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში დაფინანსების სტაბილურობის გასაზრდელად. სადეპოზიტო სერტიფიკატები, მათი გამოუთხოვადი ხასიათიდან გამომდინარე, სტრესულ სიტუაციებში დაფინანსების უფრო სტაბილურ წყაროს წარმოადგენს, ვიდრე მიმდინარე, მოთხოვნამდე და გამოთხოვადი ვადიანი დეპოზიტები. შესაბამისად, საბანკო დაფინანსების სტაბილურობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ბანკების დაფინანსების სტრუქტურაში სადეპოზიტო სერტიფიკატების წილის ზრდის წახალისება. ამ მიზნით, მომავალში დადებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებზე სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქება გაზრდის მათ მიმზიდველობას სხვა დეპოზიტებთან შედარებით და შექმნის დამატებით სტიმულს გამოუთხოვადი, გრძელვადიანი დეპოზიტების ზრდისთვის. შედეგად, გაუმჯობესდება ბანკების დაფინანსების სტაბილურობა და შემცირდება მოკლევადიანი დაფინანსების წყაროებზე დამოკიდებულება, რაც ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მდგრადობას“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები