ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეორე ტური და დაბალი აქტივობა - ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

ნატო

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ ისტორიულ მინიმუმს, 22%-ს მიაღწია, მეორე ტურში კი მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა (34%) და ყოფილი პრემიერი ანდრეი გიუროვი (32%) გადავიდნენ.

მეორე ტური და დაბალი აქტივობა - ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
მეორე ტური და დაბალი აქტივობა - ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებირადიო თავისუფლება

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 34%-ით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვაა, ხოლო მეორეზე 32%-ით - ყოფილი პრემიერი ანდრეი გიუროვი.

მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური პირველ ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტად კენჭს იყრიდა სულ 27 კანდიდატი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა თანამედროვე ბულგარეთის ისტორიაში ყველაზე დაბალი, 22% იყო მაშინ, როცა, არჩევნების კანონიერებისთვის 50%-ს უნდა აჭარბებდეს.

დაბალ აქტივობას ანალიტიკოსები ხსნიან პოლიტიკოსებისადმი უნდობლობით ბულგარეთში არსებული მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

საარჩევნო კამპანია

საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე კამპანიის მთავარი თემები იყო ინფლაცია და სხვა ეკონომიკური სირთულეები და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები.

ბოლო ხანს ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ოთხ სატვირთო გემზე. უკრაინაში ომთან სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ხანძრებსაც თანამგზავრული კავშირის, Starlink-ის სახმელეთო სადგურსა და იარაღის მწარმოებელი ქარხნის, ЕМСО-ს საწყობებში.

ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, რომელსაც მხარს უჭერენ სოციალისტური პარტია და პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის მმართველი კოალიცია „პროგრესული ბულგარეთი“, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება და რუსეთთან დიალოგის გზას ემხრობა.

ანდრეი გიუროვი, რომელიც ბულგარეთის პროდასავლური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს, უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან კავშირების განმტკიცების მომხრეა.

ბულგარეთი ევროკავშირის და ნატოს წევრია.

ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მთავრობა და პარლამენტი იღებენ.

პრეზიდენტი არმიის უმაღლესი მთავარსარდალია. შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და ხელი მოაწეროს საერთაშორისო დოკუმენტებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები შავი ზღვის აკვატორიაში თავდასხმების ფონზე იმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები