ირაკლი კობახიძე: “როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანია გამჭვირვალობის კანონმდებლობის წინააღმდეგ ორმაგ სტანდარტად და სიცრუედ შეაფასა. მისი თქმით, კანონისთვის „რუსული კანონის“ წოდება ფარსი და უხეში პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია იყო, რომელშიც აშშ-სა და ევროკავშირის მაშინდელი ელჩები იყვნენ ჩართული. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს კანონმდებლობაში გამჭვირვალობის მკაფიო ნორმების შეტანას.

“რაც შეეხება კამპანიას, მათ შორის, წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანიას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო ცალსახად ორმაგი სტანდარტი, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაზეც ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, თუმცა ახლა ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი, აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია. ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი.
ახლა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: როცა ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენაა, იქვე ჩანს, რომ ეს სრული აბსურდია, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში უფრო მკაფიო ნორმების შეტანას
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – როდესაც გიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგოა, არის სრული აბსურდი, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავად შეიტანს საკუთარი გამჭვირვალობის კანონში უფრო მკაფიო ნორმებს
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი „გამჭვირვალობის კანონისთვის“ რუსულის წოდება, ამაში იყვნენ ჩართული ელჩები, ახლა კი აშშ თავად უზრუნველყოფს საკუთარ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობაში უფრო მკაფიო ნორმების შეტანას
ციტატები სტატიიდან
„როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი, აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია. ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი. ახლა, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…