ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – როდესაც გიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგოა, არის სრული აბსურდი, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავად შეიტანს საკუთარი გამჭვირვალობის კანონში უფრო მკაფიო ნორმებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამჭვირვალობის დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გამოცხადება აბსურდია და რუსული კანონის წოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. მისი თქმით, წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანია გამჭვირვალობის კანონმდებლობის წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტი და სიცრუე იყო, ახალი ამერიკული ადმინისტრაცია კი თავად შეიტანს საკუთარი გამჭვირვალობის კანონში უფრო მკაფიო ნორმებს.

ირაკლი კობახიძე – როდესაც გიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგოა, არის სრული აბსურდი, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავად შეიტანს საკუთარი გამჭვირვალობის კანონში უფრო მკაფიო ნორმებს
ირაკლი კობახიძე – როდესაც გიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიის საწინააღმდეგოა, არის სრული აბსურდი, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავად შეიტანს საკუთარი გამჭვირვალობის კანონში უფრო მკაფიო ნორმებსპირველი არხი

როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

„რაც შეეხება კამპანიას, მათ შორის წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანიას, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო ცალსახად ორმაგი სტანდარტი, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაზეც ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, თუმცა ახლა ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ. როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი, აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი. ახლა ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია, თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე - კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები