“როგორ შეძლეს ეს სერბეთში სტუდენტებმა” – საბა ბრაჭველი
იურისტ საბა ბრაჭველის განცხადებით, სერბეთში სტუდენტებმა გაიმარჯვეს და პარლამენტში 135-145 მანდატს მიიღებენ, ხოლო ვუჩიჩს 105-106 ექნება. მისი შეფასებით, ეს შედეგი წლების განმავლობაში შეუპოვარმა ბრძოლამ მოიტანა.

იურისტი, საბა ბრაჭველი;
კიდევ ერთმა შეუმდგარმა დიქტატორმა წააგო, ამჯერად – სერბეთში
სტუდენტებს 135-145 მანდატი ექნებათ პარლამენტში, ვუჩიჩს 105-106
როგორ შეძლეს ეს სერბეთში სტუდენტებმა, რომლებიც არ ეთანამშრომლებოდნენ ძალიან ბევრ კლასიკურ შიდა აქტორს (მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და მედიასაც კი), ჰქონდათ სრულიად ჰორიზონტალური და დემოკრატიული მართვა, და არ სარგებლობდნენ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით, ცალკე ამბავია და იმედია იმის ნახევარ ყურადღებას მაინც გამოიწვევს, რაც მადიარის გამარჯვებას მოჰყვა.
ეს არ მომხდარა რამდენიმე დღეში, კვირასა ან თვეში. ეს მოიტანა წლების განმავლობაში, პირდაპირი მნიშვნელობით გაყინულ თოვლში, ტალახსა და წკვარამში სიარულმა და არგაჩერებამ. და ბევრმა მტკივნეულმა, მაგრამ სწორმა არჩევანმა. კიდევ ერთხელ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი სახასიათო პრობლემა და საკუთარი სახასიათო გამოსავალი აქვს. ჩვენც.
იქამდე კი მართლა გასახარი ამბავია – ზორან ჯინჯიჩის ქვეყანა დღეს მშვიდად, თავისუფლად ამოისუნთქებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…