გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიის მიზანია, რომ ჩინეთი ან აზიის ქვეყნები საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან კი არ მივიდნენ სასაუბროდ - საქართველოზე რამ გაიაროს და როგორ წავიდეს ევროპაში, არამედ მივიდნენ ევრობიუროკრატიასთან, რათა მათ გადაწყვიტონ, საქართველოში რა გაივლის და რა არა. ეს არის მიზანი
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატიის მიზანია, ჩინეთი და აზიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებასთან კი არა, მათთან მივიდნენ სალაპარაკოდ, რათა თავად გადაწყვიტონ, საქართველოში რა გაივლის.
გეოგრაფიულად საქართველო არის უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ამ შუა დერეფანში. ევროპამ ეს ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევრობიუროკრატიამაც, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატიის მიზანია, რომ ჩინეთი ან აზიის ქვეყნები საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან კი არ მივიდნენ სასაუბროდ - საქართველოზე რამ გაიაროს და როგორ წავიდეს ევროპაში, არამედ მივიდნენ ევრობიუროკრატიასთან, რათა მათ გადაწყვიტონ, საქართველოში რა გაივლის და რა არა. ეს არის მიზანი.
„როდესაც ჩინეთთან ექნება ევროკომისიას საუბარი, აზიის ქვეყნებს ექნებათ ევროპასთან საუბარი, ევრობიუროკრატიას სურს, რომ „საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი გჭირდება შენ, მაგრამ ჩემთან უნდა მოხვიდე“.
მას საქართველოს მოსახლეობა არ აინტერესებს, მას აინტერესებს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ეს უკვე პირდაპირ გამოჩნდა, როდესაც არაერთხელ იყო მცდელობა, რომ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი პროცესები დაეფინანსებინათ და ბოლომდე მიეყვანათ. თქვეს კიდეც, რომ „სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა, თქვენ ამის თავი არ გაქვთ“. სააკაშვილი ვისი ინტერესების გამტარებელია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე ილაპარაკა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დატვირთვაზეც.
„ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ მსოფლიოში, პრაქტიკულად უნდა გავაანალიზოთ, რომ შეიცვალა ურთიერთობების ფორმატი. დიპლომატია გვერდზეა გადადებული და პირდაპირ ძალმომრეობა მიდის, ვის უფრო მეტი ძალა ექნება, მეტი გონიერება ეყოფა, პრაგმატულ პოლიტიკას ვინ ბოლომდე გაატარებს და ა.შ.
ბუნებრივია, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც აქამდე საქართველოში მოაქვს მშვიდობა. მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური აღმავლობა და ა.შ. ეს პოლიტიკა დღევანდელ არეულ მსოფლიოში არის ყველაზე სწორი პოლიტიკა, რასაც ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა და ამას ვერ ასცდება ევრობიუროკრატია. მათ ეს არ გაუჭირდებათ, ისე მშვენივრად ჩამოვლენ, ჩამოართმევენ ხელს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაიწყებენ საუბარს, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…