ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვახტანგ ცაგარელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყალიბდება კვლევების, აკადემიური აქტივობებისა და ინოვაციების მიზიდულობის ცენტრად

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფიზიკისა და არქიტექტურის პროგრამები დაემატა და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის კონსორციუმის ნაწილი გახდა, განაცხადა უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

წლევანდელ აკადემიურ სეზონს, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა, უნივერსიტეტი ორი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. პირველი არის ის, რომ დაგვემატა ფიზიკისა და არქიტექტურის პროგრამები, ასევე სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოხდა 4 ძირეული გარღვევა, მათ შორის ერთი იყო ის, რომ ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის კონსორციუმის ნაწილი გახდა ჩვენი უნივერსიტეტი, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყალიბდება კვლევების, აკადემიური აქტივობებისა და ინოვაციების მიზიდულობის ცენტრად.

„უნივერსიტეტი ოფიციალურად 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა. მინდა ყველა ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო უნივერსიტეტის განვითარებაში და განსაკუთრებით, სტუდენტებს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო დიდი წარმატება მათ აკადემიურ, სამეცნიერო თუ პროფესიულ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ვახტანგ ცაგარელმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უნივერსიტეტი ოფიციალურად 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა. მინდა ყველა ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო უნივერსიტეტის განვითარებაში და განსაკუთრებით, სტუდენტებს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო დიდი წარმატება მათ აკადემიურ, სამეცნიერო თუ პროფესიულ ცხოვრებაში“
ვახტანგ ცაგარელი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები