ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართაიმედინიუსი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, საბჭოს წევრებს უნივერსიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების აკადემიური და კვლევითი მიმართულებები გააცნო.

სხდომას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს-პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან ერთად, ასევე დაესწრნენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს TUM-ის მათემატიკური ფინანსების კათედრის თავმჯდომარემ, KIU-ს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუდი ზაგსტმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან დისკუსია მნიშვნელოვანია საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და უნივერსიტეტის განვითარების პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებისთვის. საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესში. საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება ხელს უწყობს KIU-ს ინსტიტუციურ გაძლიერებას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის წარმატებულ პოზიციონირებას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები