ნოემბერში აბუ-დაბი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის ემზადება - უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა დიდი გარიგების მოლოდინში
ნოემბერში აბუ-დაბი უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის ემზადება, პარალელურად კი პუტინი კვლავ ტერიტორიულ დათმობებს ითხოვს.
საფრანგეთში პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება, თუმცა უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევა ევროპის კონტინენტს აღმოსავლეთით აქვს - რუსეთ-უკრაინის ომი. სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, სულ უფრო იზრდება სამშვიდობო შეთანხმების პოლიტიკური ფასი.
დონალდ ტრამპი ომის დასრულების გზებს ეძებს, ვლადიმერ პუტინი კვლავ ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკი კი რთული არჩევანის წინაშე დგას - სად მთავრდება კომპრომისი და იწყება კაპიტულაცია?
იცვლება დიპლომატიის კონფიგურაციაც - აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე ბირთვული განიარაღების და ახალი ეკონომიკური გარიგებების საკითხების განხილვა იგეგმება - მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში გლობალური ინტერესებია. ნოემბერში აბუ-დაბი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის ემზადება - შეხვედრას უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები გეგმავენ.
შეძლებს თუ არა დიპლომატია იმას, რაც ბრძოლის ველზე ამ დრომდე ვერ მოხერხდა და გახდება თუ არა დიდი სახელმწიფოების ინტერესთა თანხვედრა უკრაინისთვის მტკივნეული დათმობების წინაპირობა.
ნათია ჩეხერია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…