ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე აქციების დროს დაკავებულებს გარიგებას სთავაზობს

ირაკლი კობახიძემ აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს შესთავაზა, რომ დანაშაულის მონანიებისა და აღიარების შემთხვევაში, შესაბამისი პირები საპატიმროს დატოვებენ. მისი განცხადებით, ეს პოზიცია ძალაში რჩება და დაკავებულებმა შესაბამის ორგანოებს საკუთარი განცხადებით უნდა მიმართონ.

კობახიძე აქციების დროს დაკავებულებს გარიგებას სთავაზობს
კობახიძე აქციების დროს დაკავებულებს გარიგებას სთავაზობსTV პირველი

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს შემდეგნაირ გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული".

"ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ ტავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც ისინი იყენებდნენ აქციების დროს. ეს პოზიცია ზალაში რჩება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები შესაბამის ორგანეოებს საკუთარი განცხადებით მიმართავენ, ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში - როდესაც ამ რადიკელებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, რა არის მათი რეალური მიზანი, მათი ერთადერთი მიზანი არის რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ გვაქვს სხვა დღისწესრიგი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები