ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დღეს დასრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 25 ოქტომბერს სრულდება. 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში წელს 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დღეს დასრულდება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დღეს დასრულდებაიმედინიუსი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი, მოადგილე ეკატერინე მაჩიტიძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძესთან ერთად, ბათუმში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაეცნო.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო საგნებში დაიწყო. დღეს, 25 ოქტომბერს კი გამოსაცდელებისათვის ტესტირება წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება.

ტესტირება 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. წელს პროფესიულ ტესტირებაზე რეგისტრირებულია 12 600-მდე მსურველი. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები