გია აბაშიძე: "საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს, 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: "დიფ სთეითს" პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი
ანალიტიკოს გია აბაშიძის მტკიცებით, ოპოზიციის აქცია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ემსახურება, ხოლო „დიფ სთეითს“ პროცესების სათავეში ნიკა გვარამია ჰყავს წამოწეული.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, სახელწოდებით "საქართველო ივანიშვილის გარეშე" სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ "დიფ სთეითს" პროცესების სათავეში გვარამია შემთხვევით არ ჰყავს.
მისი განცხადებით, გვარამიას ლიდერად წამოწევით, ფსევდოლობერალური დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ - ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით.
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ფარდა რომ ჩამოვხსნათ, ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს. 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: "დიფ სთეითს" პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი. ძველი მეთოდი, ახალი ნიღაბი - მახინჯი იდეოლოგია პროგრესისა და თანამედროვეობის შეფუთვით.
რატომ მაინცდამაინც ნიკა გვარამია? ამ უსამშობლო ნაცავაზაკის ლიდერად წამოწევა შემთხვევითი არ არის. სხვებს "პროგრესულობასა" და ლგბტ+ იდეოლოგიას უქადაგებს, საკუთარ პოზიციაზე საუბარს კი გაურბის. თუ ეს იდეოლოგია ასეთი საამაყოა, რატომ ვერ ბედავს საჯაროდ პასუხის გაცემას?
უფლებების დაცვა პროპაგანდისგან განსხვავდება! არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე ზემოქმედება, მორალური ორიენტირების არევა და კონკრეტული იდეოლოგიის თავს მოხვევა თავისუფლება არ არის - ეს მომავალი თაობის ღირებულებებზე ბრძოლაა.
უნგრეთის მაგალითიც ბევრის მთქმელია: არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაუქმებას ევროკომისიის მხრიდან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვა მოჰყვა. როცა მილიარდები ღირებულებით დათმობებს უკავშირდება, ძნელია დაიჯერო, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას ეხება.
გვარამიას ლიდერად წამოწევით ამ დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ - ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით. მანქურთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე საქართველო სურთ, რადგან ივანიშვილის პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციების დათმობას არ აპირებს", - წერს აბაშიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ფარდა რომ ჩამოვხსნათ, ეს ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ჩანაცვლებას ნიშნავს. 25 ოქტომბრის აქციაც სწორედ ამას ემსახურება: "დიფ სთეითს" პროცესების სათავეში გვარამია ჰყავს - ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის აპოლოგეტი. ძველი მეთოდი, ახალი ნიღაბი - მახინჯი იდეოლოგია პროგრესისა და თანამედროვეობის შეფუთვით. რატომ მაინცდამაინც ნიკა გვარამია? ამ უსამშობლო ნაცავაზაკის ლიდერად წამოწევა შემთხვევითი არ არის. სხვებს "პროგრესულობასა" და ლგბტ+ იდეოლოგიას უქადაგებს, საკუთარ პოზიციაზე საუბარს კი გაურბის. თუ ეს იდეოლოგია ასეთი საამაყოა, რატომ ვერ ბედავს საჯაროდ პასუხის გაცემას? უფლებების დაცვა პროპაგანდისგან განსხვავდება! არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე ზემოქმედება, მორალური ორიენტირების არევა და კონკრეტული იდეოლოგიის თავს მოხვევა თავისუფლება არ არის - ეს მომავალი თაობის ღირებულებებზე ბრძოლაა. უნგრეთის მაგალითიც ბევრის მთქმელია: არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაუქმებას ევროკომისიის მხრიდან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვა მოჰყვა. როცა მილიარდები ღირებულებით დათმობებს უკავშირდება, ძნელია დაიჯერო, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას ეხება. გვარამიას ლიდერად წამოწევით ამ დღის წესრიგის ნორმალიზებას ცდილობენ - ჯერ პოლიტიკური სახით, შემდეგ საზოგადოებრივი შეგუებით. მანქურთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე საქართველო სურთ, რადგან ივანიშვილის პირობებში არსებობს ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, იდენტობისა და ტრადიციების დათმობას არ აპირებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…