სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორთა გადამზადების კურსი გაიარეს
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების 22-მა თანამშრომელმა უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების გადამზადების კურსი გაიარა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების გადამზადების კურსი გაიარეს. ჩატარდა სამი კურსი, რომლის ფარგლებშიც სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების 22 თანამშრომელი გადაამზადეს, მათ სერტიფიკატები უკვე გადაეცათ.
სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, მათ შორის, საფრენი მარშრუტების დაგეგმვას, ფრენის მართვასა და კონტროლს, დაკვირვებას, ძებნა-დევნის ოპერაციების განხორციელებასა და მონაცემთა შეგროვებას დღისით და ღამით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…