პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულები საზღვრის გადმოკვეთას „სარფის“ და „კირნათის“ გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, ქვეითად და სატვირთო ავტომობილში დამალვით ცდილობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, როგორც ქვეითად, ასევე, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ერთ-ერთი ბრალდებული კი სასაზღვრო გამტარი პუნქტის „კირნათის“ გვერდის ავლით საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"სატვირთოს მძღოლმა მისაბმელში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა" - დაკავებულია ორი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები