პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ბელარუსმა გაააქტიურა რეტრანსლატორების მუშაობა რუსული დრონებისთვის, რომლებიც უკრაინას უტევენ

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერის, ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, გასული კვირის ბოლოდან ბელარუსმა გაააქტიურა რეტრანსლატორების მუშაობა, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რუსული დრონების სიგნალს აძლიერებენ.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ბელარუსმა გაააქტიურა რეტრანსლატორების მუშაობა რუსული დრონებისთვის, რომლებიც უკრაინას უტევენ
ინტერპრესნიუსი

გასული კვირის ბოლოდან უკრაინა ბელარუსში რეტრანსლატორების აქტიურ მოქმედებას აფიქსირებს, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსული დრონებისთვის სიგნალს აძლიერებენ, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

„ფაქტობრივად, გასული კვირის ბოლოდან ჩვენ ვაფიქსირებთ რეტრანსლატორების გააქტიურებას. ისინი აძლიერებენ სიგნალს რუსული დრონებისთვის, რომლებსაც მტერი ჩვენი დასავლეთ ოლქებისკენ მიმართავს. ეს რეტრანსლატორები განლაგებულია ბელარუსის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ანდრეი დემჩენკომ.

მისი თქმით, აღნიშნული რეტრანსლატორები აქტიურად მუშაობენ, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, უკრაინის დასავლეთ ოლქებზე დარტყმები განახორციელოს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ როვნოს, ვოლინის და ლვოვის ოლქებზე რუსული დრონებით ბოლოდროინდელი თავდასხმები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბელარუსმა კვლავ ჩართო რენტრანსლატორები, რომლებიც რუსეთს ეხმარება უკრაინაზე დარტყმებში
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დანაყოფმა „სტრიქსმა“ 11 დრონი „გერბერა“ გაანადგურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები