პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
თბილისში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 19 შეკვრა „კეტამინი“; ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…