შალვა პაპუაშვილი – „გახარია საქართველოსთვის“ არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიებს, რომლებიც თავის წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუნებრივად დაუბრუნდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სარჩელში დაემატა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, მისი თქმით, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ. პაპუაშვილის მტკიცებით, გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი და წარმოადგენდა გარედან დაგეგმილ ჰიბრიდულ ჩარევას. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ამ და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

„გახარია საქართველოსთვის“ არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს, არც ხელისუფლებას და არც კანონებს. აქედან გამომდინარე დავამატეთ ჩვენ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლებიც ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელში „გახარია საქართველოსთვის“ დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტია არ არის დამოუკიდებელი პარტია.
„ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს, არჩევნებზე რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოს ხელისუფლება. ეს იყო სრულად, გარედან, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოთი დაგეგმილი და განხორციელებული ჰიბრიდული ჩარევა საქართველოს არჩევნებში, თავდასხმა, როდესაც შეეცადნენ, რაღაცნაირად შეექმნათ ისეთი ფლანგი, თითქოს იყო რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით და გახარიას უნდა შეესრულებინა როლი. ამას აკეთებდა კიდეც ის პარტიის დაფუძნების დღიდან, შეხვედრებზე ჩუმად და ჩურჩულით ამბობდა, რომ „სინამდვილეში მე მართლა განდგომილი კი არ ვარ, სინამდვილეში მე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ვმოქმედებ“. მიზანი რა იყო? რომ დაბნეულიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მიეცა მისთვის ხმა.
ეს ყველაფერი ჩავარდა იმ მხილებების შემდეგ, რაც მოხდა გახარიასთან დაკავშირებით. ასევე, გამოაშკარავდა 2024 წლის არჩევნებზე, რომ ეს იყო შეთანხმებული პროექტი. შეგახსენებთ, 2024 წლის არჩევნებამდე მიდიოდა კამპანია 4, 5, 9, 25. ანუ გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია, რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა, გახსოვთ, ხელიც მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე და ამბობდა, რომ ამ ოთხიდან მიეცით ხმა ნებისმიერს, რადგან ამ ოთხიდან ვისაც არ უნდა მისცეთ ხმა, ერთ მიზანს ემსახურება ყველა. მერე თავადვე დაადასტურეს, რომ გარიგებული იყო ეს ოთხი პარტია საარჩევნო პერიოდში. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდეგაც.
შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში. ერთი წელი მათ საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არშემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს საჯაროდ განაცხადეს კიდეც – შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და არც კანონებს. ასე რომ, ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ ისინი იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლებიც ისედაც ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები ნებისმიერ ამ პარტიასთან მიმართებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიშალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და კანონებს - აქედან გამომდინარე დავამატეთ იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლითაც ისინი ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს
- POSTVშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატების შესახებ: „ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს
ციტატები სტატიიდან
„ეს იყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2024 წელს, არჩევნებზე რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეეცვალათ საქართველოს ხელისუფლება. ეს იყო სრულად, გარედან, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოთი დაგეგმილი და განხორციელებული ჰიბრიდული ჩარევა საქართველოს არჩევნებში, თავდასხმა, როდესაც შეეცადნენ, რაღაცნაირად შეექმნათ ისეთი ფლანგი, თითქოს იყო რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით და გახარიას უნდა შეესრულებინა როლი. ამას აკეთებდა კიდეც ის პარტიის დაფუძნების დღიდან, შეხვედრებზე ჩუმად და ჩურჩულით ამბობდა, რომ „სინამდვილეში მე მართლა განდგომილი კი არ ვარ, სინამდვილეში მე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ვმოქმედებ“. მიზანი რა იყო? რომ დაბნეულიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მიეცა მისთვის ხმა. ეს ყველაფერი ჩავარდა იმ მხილებების შემდეგ, რაც მოხდა გახარიასთან დაკავშირებით. ასევე, გამოაშკარავდა 2024 წლის არჩევნებზე, რომ ეს იყო შეთანხმებული პროექტი. შეგახსენებთ, 2024 წლის არჩევნებამდე მიდიოდა კამპანია 4, 5, 9, 25. ანუ გვარამიას პარტია, სააკაშვილის პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია, რომ ეს ოთხი არის ერთი და იგივე. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდიოდა, გახსოვთ, ხელიც მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე და ამბობდა, რომ ამ ოთხიდან მიეცით ხმა ნებისმიერს, რადგან ამ ოთხიდან ვისაც არ უნდა მისცეთ ხმა, ერთ მიზანს ემსახურება ყველა. მერე თავადვე დაადასტურეს, რომ გარიგებული იყო ეს ოთხი პარტია საარჩევნო პერიოდში. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდეგაც. შემდეგ არ შემოვიდნენ პარლამენტში. ერთი წელი მათ საკუთარი მანდატი არ გამოიყენეს. შემოვიდნენ მხოლოდ 4 ოქტომბრის არშემდგარი ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს საჯაროდ განაცხადეს კიდეც – შედიან იმიტომ, რომ ჩაიშალა 4 ოქტომბერი. შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მაშინ ვთქვით, მივცემთ შანსს, რომ აღიარონ კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებენ, არც ხელისუფლებას და არც კანონებს. ასე რომ, ჩვენ აქედან გამომდინარე დავამატეთ ისინი იმ პარტიათა ჩამონათვალს, რომლებიც ისედაც ბუნებრივად დაუბრუნდნენ თავის წიაღს – კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად მყარია ჩვენი არგუმენტები ნებისმიერ ამ პარტიასთან მიმართებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…