კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ქალთა გუნდმა საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ქალთა გუნდმა ესპანეთში, საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა. ანსამბლი საერთაშორისო საგუნდო კონკურსის ფარგლებში შერჩეულ ორ კოლექტივს შორის მოხვდა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 ოქტომბერს, თბილისის ქალთა გუნდმა, ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, ესპანეთში, საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა.
გუნდმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.
კონცერტი ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურს „Sing for Gold - the World Choral Cup“-ის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში 24 ქვეყნის 37 გუნდი მონაწილეობს. თბილისის ქალთა გუნდი ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში - საგრადა ფამილიაში გამართული კონცერტისთვის შერჩეულ ორ გუნდს შორის მოხვდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…