ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ფერმერის დღე 2026" 19 სექტემბერს ჩატარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 2026 წლის 19 სექტემბერს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება. ღონისძიების მიზანია ფერმერების როლის ხაზგასმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფარგლებში დაჯილდოვდებიან აგროსექტორის წარმომადგენლები, მოწყობილი იქნება საგამოფენო პავილიონები, კულინარიული მასტერკლასები და საბავშვო სივრცე.

"ფერმერის დღე 2026" 19 სექტემბერს ჩატარდება
"ფერმერის დღე 2026" 19 სექტემბერს ჩატარდებარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით "ფერმერის დღე 2026" 19 სექტემბერს ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან აგროსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 19 სექტემბერს 12:00 საათიდან, ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო თემატური სივრცეები დახვდებათ.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება სპეციალურად მოწყობილი პავილიონები, სადაც ქართული აგროსექტორის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ და სტუმრებს ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნებას გააცნობენ.

სტუმრებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულ აგროსერვისებს.

პროფესიონალი შეფის მონაწილეობით ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები.

პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

"ფერმერის დღის" მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ფერმერების მნიშვნელოვანს როლს ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონების გაძლიერებისა და სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება - დავით სონღულაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები