ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 19-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავარუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“, „ჭარალისა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სექტორ „კატნატუს“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ, ქვეითად ცდილობდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე 2 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები