დავით ლომიძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე – „მიყვარხარ, საქართველო“ [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე სიმღერით „მზე სახურავებზე“ მეთხუთმეტე ნომრად წარდგა. მალტაში მიმდინარე კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობს.
![დავით ლომიძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე – „მიყვარხარ, საქართველო“ [ვიდეო]](/thumb/139972-960-cc4c3137.webp)
2026 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე მეთხუთმეტე ნომრად წარდგა.
საქართველოს წარმომადგენელმა საკონკურსო სიმღერა –„მზე სახურავებზე“ შეასრულა.
სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა. საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავა. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის. მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა.
საბავშვო ევროვიზია 2026 მალტაში იმართება. კონკურსში ევროპის 16 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…