ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უგულშემატკივრე საქართველოს – საბავშვო ევროვიზია დღეს 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ

მალტაში საბავშვო ევროვიზიის კონკურსი იმართება, სადაც საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული, 10 წლის დავით ლომიძე სიმღერით „მზე სახურავებზე“ მე-15 ნომრად წარადგენს. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 23:00 საათზე დაიწყებს.

უგულშემატკივრე საქართველოს – საბავშვო ევროვიზია დღეს 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ
უგულშემატკივრე საქართველოს – საბავშვო ევროვიზია დღეს 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთპირველი არხი

მალტაში დღეს რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება.

საქართველოს წარადგენს „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული, 10 წლის დავით ლომიძე, სიმღერით „მზე სახურავებზე“. დავით ლომიძე კონკურსზე მე-15 ნომრად წარდგება.

კონკურსი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ხმის მიცემა დაწყებულია, საქართველოს წარმომადგენლისთვის, დავით ლომიძისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ხმის მისაცემად ეწვიეთ ვებგვერდს ან გადადით ბმულზე.

უყურეთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიეთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, შემდეგ დააჭირეთ ხმის მიცემის ღილაკს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ერთი ტელეფონიდან და ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.

ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, 23:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას. გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის ოთხგზის გამარჯვებულია.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსს მალტა მესამედ მასპინძლობს, 2016 წელს მალტაში საქართველომ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხაწაიკითხე

უახლესი ამბები