ლაშა წიკლაური: ყველას ესე დაამახსოვრა თავი - როგორც მაგარმა ფეხბურთელმა და ძალიან კარგმა ადამიანმა . . .
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მე კი გაზეთში ვმუშაობდი და მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ მინდოდა სტატიის დაწერა. დავურეკე და ვკითხე, როგორ შეიძლებოდა გავცნობოდი მის პროგრამას. ამობეჭდილი მაქვსო და შემიძლია მოგაწოდოო - კარგით, სადაც მეტყვით, მოვალ და გამოგართმევთ მეთქი . . .
სპორტული ჟურნალისტი ლაშა წიკლაური:
გიორგი ნემსაძე ძალიან მაგარი იყო მოედანზეც და მოედნის მიღმაც, ძალიან მაგარი !
როგორც ყველას, ვისაც ქართულ ფეხბურთში ამა თუ იმ სტატუსით უტრიალია, მეც მქონდა მასთან პირადი შეხება.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მე კი გაზეთში ვმუშაობდი და მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ მინდოდა სტატიის დაწერა. დავურეკე და ვკითხე, როგორ შეიძლებოდა გავცნობოდი მის პროგრამას. ამობეჭდილი მაქვსო და შემიძლია მოგაწოდოო - კარგით, სადაც მეტყვით, მოვალ და გამოგართმევთ მეთქი . . .
ხოდა, ესე მიპასუხა: ჩემი საარჩევნო პროგრამით რომ დაინტერესდი, დიდი მადლობაო და შენ რატომ უნდა გაწვალო, მე მოვალ სადაც მეტყვიო . . .
ძალიან გამიკვირდა ესეთი თავმდაბლობა ფეხბურთელისგან, რომლის თამაშებზეც ვიზრდებოდი - დათქმულ დროზე მოვიდა იქ, სადაც ვუთხარი და თავისი ხელით მომაწოდა საარჩევნო პროგრამა.
თითქოს არაფერი, მაგრამ აბა რამდენი გააკეთებდა ამას ?!
ჰოდა, ყველას ესე დაამახსოვრა თავი - როგორც მაგარმა ფეხბურთელმა და ძალიან კარგმა ადამიანმა . . .
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…